суббота, 9 мая 2015 г.

გაკვეთილის მთავარი თემა
ქვეყნები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
„უკრაინა“
სახელი გვარი პედაგოგის
რუსუდან დემეტრაშვილი - სახვაძე
სწავლების საფეხური
საბაზო
მოსწავლის პროფილი
მე 10 კლ . მე 4 დონე. 29 ბავშვი. განსაკუთრებული მიდგომის  მოსწავლეები არ არის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1). მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურის და ისტორიული წარსულის შესახებ მსჯელობა. უკრაინის მაგალითზე.
2).მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტატეგიას.
3).მოსწავლე იგებს ფაკტობრივ ინფორმაციის შემცვლელ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე.
4).მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეობას.

წინასწარი ცოდნა
სხვადასხვა წყაროებიდან წარმოდგენა აქვთ ქვეყნების მდებარეობის, მოსახლეობის, პოლიტიკური წყობის შესახებ. შეუზლიათ რუსულად კითხვებზე პასუხის გაცემა . სად მდებარეობს? ვინ ცხოვრობს? რომელ ქვეყნებს ესაზღვრება? და. ა. შ. გასცეს პასუხი რუსულ ენაზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ გამზადებული შეფასების ცხრილით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ცარცი, დაფა ,რვეული,სურათი, ლეპტოპი ,პროექტორი, სურათები თვალსაჩინოებისათვის,წიგნი. მე 10 კლ რუსული ენა. (მ. ლორთქიფანიძე. ი.ჩხეიძე. თ. ჩიმაკაძე.)
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო მომენტი 2 წთ
გონებრივი იერიში. დაფაზე ვწერ სიტყვას  „ქვეყანა“ და ვტხოვ მოსწავლეებს მიპასუხონ ის სიტყვები, რომლებიც კავშირშია ამ სიტყვასთან. დაფაზე მოცემული სიტყვებით ვქმნი  ასოციაციის ბადეს. 3წთ
შემდეგ ვეუბნები, რომ მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე „უკრაინა“. სლაიდების გამოყენებით ვაკეთებ პრეზენტაციას 10წთ.
ვთხოვ მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი ინდივიდუალურად 8 წთ.
შემდეგ ეტაპზე ვყოფ მოსწავლეებს 4 ჯგუფად და ვაძლევ დავალებას.
1 ჯგუფი. მოამზადებს პრეზენტაციას უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები.
2 ჯგუფი. მოსახლეობა ქალაქები.
3 ჯგუფი. ისტორიული წარსული.
4 ჯგუფი. პოლიტიკური წყობა. 10წთ

пятница, 8 мая 2015 г.

1.პროექტის სახელწოდება
საოცარი მსახიობები
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა )
ლ. გურჩინკა
3.პროექტის აქტუალობა
მოსწავლეთა დაინტერესბა ცნობილი რუსი მსახიობის, , თეატრის და კინომსახიობის,მუსიკის , და ასობით სიმღერის  შემსრულებლის ლ. გურჩინკა ბიოგრაფიით.
4.პროექტის მიზნები
შექმნილი პროექტი დაეხმარება დაინტერესებულ პირებს გაეცნონ უკვე მოძიებულ მასალას და გამოიყენონ თავისი შეხედულებისამებრ.
5.მონაწილეთა ასაკი
14 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა
3 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები განსაზღვრავენ მოსმენის მიზანს და იყენებენ შესაბამის სტრატეგიებს; მონაწილეობენ ინტერაქციაში; იყენებენ  ზეპირმეტყველების სტანდარტებს, ფაქტობრივი მასალის შემცველ ტექსტებს; წერის დროს მიმართავენ სათანადო სტრატეგიებს
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ვიდეო მასალები, ლექსები, სიმღერები, ბიოგრაფიული ცნობები, კადრები კინოფილმებიდან, სურათები, ინტერნეტი, კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შეარჩევს თემას სასწავლო პროექტისათვის.
შემდეგ მოსწავლეებისაგან შეიქმნება 3 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფზე გადანაწილებული იქნება მათი უფლება-მოვალეობები:

პირველი ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს ლ. გურჩინკას ირგვლივ მასალების და ცნობების შეგროვებას.

მეორე ჯგუფი მოახდენს მოძიებული მასალის დამუშავებას საზოგადოებისათვის წარსადგენად.

მესამე ჯგუფი ორგანიზებას გაუწევს სტუმრების მოწვევას და პროექტის მსვლელობის ტექნიკურ მხარეს.

მასწავლებელი პროექტის მონაწილეებთან ერთად წარუდგენს მსმენელებს  თუ რა როლი შეასრულა ლ.გურჩინკა  შემოქმედებამ მსოფლიო კულტურაში და რა დაუტოვა მისმა შემოქმედებამ შთამომავლებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
დამყარებული იქნება კავშირი მშობლიურ ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან და ისტორიასთან. ეროვნული სასწავლო გეგმა მე 9 კლასი
11.პროეკქტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
რუსუდან დემეტრაშვილი- სახვაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
Rusoruso043@gmail.com
13.პროეკტის ვებ- გვერდი/ბლოგი: