суббота, 9 мая 2015 г.

გაკვეთილის მთავარი თემა
ქვეყნები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
„უკრაინა“
სახელი გვარი პედაგოგის
რუსუდან დემეტრაშვილი - სახვაძე
სწავლების საფეხური
საბაზო
მოსწავლის პროფილი
მე 10 კლ . მე 4 დონე. 29 ბავშვი. განსაკუთრებული მიდგომის  მოსწავლეები არ არის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1). მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურის და ისტორიული წარსულის შესახებ მსჯელობა. უკრაინის მაგალითზე.
2).მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტატეგიას.
3).მოსწავლე იგებს ფაკტობრივ ინფორმაციის შემცვლელ შემეცნებით ტექსტს სხვადასხვა თემაზე.
4).მოსწავლე განსაზღვრავს კითხვის მიზანს და შესაბამისად იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეობას.

წინასწარი ცოდნა
სხვადასხვა წყაროებიდან წარმოდგენა აქვთ ქვეყნების მდებარეობის, მოსახლეობის, პოლიტიკური წყობის შესახებ. შეუზლიათ რუსულად კითხვებზე პასუხის გაცემა . სად მდებარეობს? ვინ ცხოვრობს? რომელ ქვეყნებს ესაზღვრება? და. ა. შ. გასცეს პასუხი რუსულ ენაზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
წინასწარ გამზადებული შეფასების ცხრილით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ცარცი, დაფა ,რვეული,სურათი, ლეპტოპი ,პროექტორი, სურათები თვალსაჩინოებისათვის,წიგნი. მე 10 კლ რუსული ენა. (მ. ლორთქიფანიძე. ი.ჩხეიძე. თ. ჩიმაკაძე.)
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო მომენტი 2 წთ
გონებრივი იერიში. დაფაზე ვწერ სიტყვას  „ქვეყანა“ და ვტხოვ მოსწავლეებს მიპასუხონ ის სიტყვები, რომლებიც კავშირშია ამ სიტყვასთან. დაფაზე მოცემული სიტყვებით ვქმნი  ასოციაციის ბადეს. 3წთ
შემდეგ ვეუბნები, რომ მოვამზადე პრეზენტაცია თემაზე „უკრაინა“. სლაიდების გამოყენებით ვაკეთებ პრეზენტაციას 10წთ.
ვთხოვ მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი ინდივიდუალურად 8 წთ.
შემდეგ ეტაპზე ვყოფ მოსწავლეებს 4 ჯგუფად და ვაძლევ დავალებას.
1 ჯგუფი. მოამზადებს პრეზენტაციას უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები.
2 ჯგუფი. მოსახლეობა ქალაქები.
3 ჯგუფი. ისტორიული წარსული.
4 ჯგუფი. პოლიტიკური წყობა. 10წთ

Комментариев нет:

Отправить комментарий